შინაგან საქმეთა მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ნორიოს ბაზაზე იმყოფებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პირადად დაათვალიერა ბაზის ტერიტორია და წვრთნებს დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მომზადების დონით კმაყოფილი დარჩა.