ცენტრალური საარჩევნო კომისია, ,,თბილისი მარიოტში" მართავს დისკუსიას თემაზე ,,არჩევნები და მედია".
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და ცესკოს წევრები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელები, პროდიუსერები და ექსპერტები.
ბ-ნი ზურაბ ხარატიშვილი ისაუბრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფუნქციებზე მედიასთან მიმართებაში.
დისკუსიის მიზანია მასმედიის წარმომადგენლების რეკომენდაციებისა და წინადადებების მოსმენა და არჩევნებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვა.