2012 წლის 12 დეკემბერს, შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის მცხოვრებლებმა რვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რვა მჭიდითა და საბრძოლო ვაზნებით, ნებაყოფლობით ჩააბარეს.
მათი განმარტებით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი 2008 წლის ომის შემდეგ სოფელში იპოვეს.
ვინაიდან მოქალაქეებმა იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს, ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ.