გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანუჩარ ჯოხაძე თავის სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს. ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა.
წინასწარი ვერსიით, ადგილი აქვს სუიციდის ფაქტს. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ის დღის განმავლობაში კარგ განწყობაზე იყო.
მანუჩარ ჯოხაძის ცხედარი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.