ხელისუფლებას ცივილიზებული დიალოგის წარმოება მხოლოდ ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალებთან შეუძლია, რომლებიც კანონის ფარგლებში მოქმედებენ. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური საკრებულოსთვის სიტყვით მიმართვისას გააკეთა.
"ცივილიზებული დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ცივილიზებულადვე აყენებენ, ასაბუთებენ და ფორმულირებას ახდენენ თავიანთი მოთხოვნებისას და იცავენ კიდეც მათ კანონის ფარგლებში", _ განაცხადა პუტინმა.
მან დასძინა, რომ პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაცია აუცილებელია, თუმცა, მისი განცხადებით, "ამისათვის არ შეიძლება ძალიან მაღალი ფასი გადაიხადო".
"პოლიტიკური სისტემის ცვლილება ბუნებრივია და აუცილებელიც არის, თუმცა ცვლილებების წყურვილის გამო თავად სახელმწიფოს დანგრევა დაუშვებელია. ჩვენი ქვეყნის მთელი ისტორია, რუსეთის ისტორია უბრალოდ ყვირის ამის შესახებ", _ აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.