ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება, გასაღება, გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს „მაკნატუნა"-ს დირექტორი კოსტია ირემაძე, დისტრიბუტორები: ლაშა ტატუაშვილი და ნიკოლოზ იობიძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაქონლო ზედნადების გარეშე ახდენდნენ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას. ასევე, ერთობლივი შემოსავლების დამალვის მიზნით, შესაბამის დოკუმენტებში ამცირებდნენ რეალიზებული საქონლის რაოდენობას და მიღებულ თანხებს, რითაც თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას.
სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას გამოძიება დაადგენს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის მეორე ნაწილით. რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.