პარტია „რეგიონების" თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ტიგიპკო მიიჩნევს, რომ უკრაინის მთავრობის დაკომპლექტებისას, ძველი შემადგენლობიდან 50 %-ი გადახალისებული იქნება.
„ვფიქრობ რომ მთავრობა სერიოზულად გადახალისდება. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ცვლილება მთავრობაში ეს ახალი ჰაერი და ახალი იდეებია"- განაცხადა სერგეი ტიგიპკომ. მისი ვარაუდით პრემიერ-მინისტრი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მიერ ხუთშაბათს დამტკიცდება, ამის შემდეგ კი მთავრობის დაკომპლექტება მოხდება.
„ხვალ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩვენ კენჭს ვუყრით ნიკოლა აზაროვის კანდიდატურას. ამის შემდეგ, რამდენიმე დღე კონსულტაციებისთვის დაგვჭირდება, რათა მთავრობის დაკომპლექტება მოხდეს"- განაცხადა სერგეი ტიგიპკომ.
შეგახსენებთ, რომ რადას ახალი შემადგენლობა დღეს ოფიციალურად შეიკრიბა, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების დამტკიცება მოხდება