თენგიზ გუნავას საქმე ხელახლა შესწავლას საჭიროებს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მის ინტერესშია, არ მოხდეს ჩირქის მოცხება რომელიმე მისი თანამშრომლისთვის. "ჩვენ ამ საქმეს ხელახლა შევისწავლით, რათა საბოლოოდ დადგინდეს ჭეშმარიტება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ დაკავების მომენტში თენგიზ გუნავა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რაც დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც დაადასტურა.
შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-ტარებისა და იარაღის უკანონო ტარების ბრლადებით დააკავეს. მოგვიანებით იგი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გუნავა აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.