,,საქართველო დსთ-ში არ დაბრუნდება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადების კომენტირებისას.
,,საქართველო უნდა გამოვიდეს იმ იზოლაციიდან, რომელიც არსებობს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანასთან _ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსეთთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ურთიერთობის იმ ფორმატს, რასაც დსთ ჰქვია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დსთ ქვეყნებთან არ მოიძებნოს ურთიერთობის სხვა ფორმა ეკონომიკური, ან თუნდაც პოლიტიკური თანამშრომლობის,", _ განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მზადყოფნას აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას დაუჩოქოს და დსთ-ში დაბრუნება სთხოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.