დღეს, 12 დეკემბერს, 10 საათიდან 18 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება თეთრი ხევის დასახლების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქინძმარაულის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
12 საათიდან 18 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დოდაშვილისა და ჩოლოყაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება კოსტავას, ღამბაშიძის და ქუჩიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.