ხვალ, 12 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს ნოემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
NDI-ის კვლევის საველე სამუშაო ჩატარდა 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).
პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.