ენერგეტიკის სამინისტროს "ნიუ ენერჯის"-სთან მიმართებაში გარკვეული კითხვები აქვს. როგორც მთარობის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რას საქმიანობდა რეალურად ,,ნიუ ენერჯი".
,, რა საფრთხეები აქვს ,,ნიუ ნერჯის" ამაზე ვერ ვისაუბრებ. ზოგადად, მე როგორც მინისტრს ,,ნიუ ენერჯის"-თან მიმართებაში გარკვეული კითხვები გამაჩნია მის მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. Mმალე გვექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ რას აკეთებდა რეალურად ეს კომპანია", - განაცხადა კახა კალაძემ
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების მინისტრის დავით ნარმანიას ცნობით, კომპანია "ნიუ ენერჯის" საქმიანობის შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართავს. მინისტრის ინფორმაციით, "ნიუ ენერჯი" გზების დაგების და დამხმარე ნაგებობების მშენებლობას და წყლის სისტემების მოწესრიგებას ახორციელებდა.
"ნიუ ენერჯი" არის ქართული კომპანია რომელსაც სხვადასხვა ტენდერში მოგებული აქვს სხვადასხვა პროექტები. კომპანია ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებდა. მას აქვს გარკვეული სამუშაოები ვადაგადაცილებული სახით. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ამ კომპანიას აქვს ბიუჯეტის და კომერციული ბანკის დავალიანება, ასევე ნაკისრი აქვს ვალდებულებები სხვა სამინისტროების მიმართაც. როგორც ჩანს, მას არ გააჩნია რესურსები, რომ ჩვენი პროექტები მიიყვანოს ბოლომდე. ჩვენ ვუგზავნით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს, რათა მან საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით დაადგინოს ამ კომპანიის აქტივები და ვალდებულებები", -განაცხადა ნარმანიამ. ამასთან 2012 წლის სამ დეკემბერს თბილის საქალაქო სასამართლოში დაწყებულია შპს „ნიუ ენერჯის" მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე საქმის წარმოება.