სუპერმარკეტი „სმარტი" ქსელის განვითარებისთვის EBRD-სგან 26 მლნ დოლარის სესხს მიიღებს და 2015 წლამდე სუპერმარკეტი „სმარტი" 28-მდე სავაჭრო ცენტრს განავითარებს მთელი საქართველოს მასშტაბით. სესხის ნაწილი თანამედროვე მდგრად ენერგო ტექნოლოგიებში ინვესტირებასაც მოიცავს მეტად ეფექტური ენერგომოხმარების მისაღწევად. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და EBRD-ის დირექტორმა კავკასიას, მოლდოვასა და ბელარუსიაში პოლ ჰენრი ფორესტერმა მოაწერეს ხელი.
„სმარტის" სუპერმარკეტების ქსელის განვითარება აქტიურ ფაზაში შედის. მოხარული ვარ, რომ და EBRD-მა „სმარტის" მდგრადი განვითარების სტრატეგია მნიშვნელოვნად მიიჩნია საქართველოში საცალო ვაჭრობის განვითარების კუთხით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ საქართველოში მომსახურების ევროპული სტანდარტები დავნერგოთ და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანი შევთავაზოთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ „სმარტის" ქსელის განვითარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ასობით ოჯახში შემოსავლის წყაროს გაჩენას ნიშნავს"- განაცხადა „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
უახლოეს თვეებში „სმარტის" სუპერმარკეტები თბილისის სხვადასხვა უბნებში, ბათუმში, ქუთაისში და ფოთში გაიხსნება. მომავალი 3 წლის მანძილზე, „ვისოლ ჯგუფი" „სმარტის" სუპერმარკეტების ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს და 3000-მდე ადამიანის დასაქმებას.
უახლოეს თვეებში „სმარტის" სუპერმარკეტები თბილისის სხვადასხვა უბნებში, ბათუმში, ქუთაისში და ფოთში გაიხსნება. მომავალი სამი წლის მანძილზე ვისოლ ჯგუფი «სმარტის" სუპერმარკეტების ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს და 3000-მდე ადამიანს დაასაქმებს.
EBRD-ის დირექტორი კავკასიას, მოლდოვასა და ბელარუსიაში პოლ ჰენრი ფორესტერი განმარტავს, რომ ის ფაქტი, რომ „სმარტი" ფართოვდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სუპერმარკეტები გაიხსნება რეგიონებში, რაც თავის მხრივ რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ფორესტერი მიიჩნევს, რომ EBRD-სთვის 2012 წელი წარმატებული იყო და „სმარტთან" თანამშრომლობით მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
EBRD-ის დაფინანსება „სმარტის" სუპერმარკეტების ქსელს საშუალებას მისცემს განავითაროს თანამედროვე საცალო ვაჭრობის ფორმატები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში"- აცხადებს EBRD-ის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ „ვისოლ ჯგუფმა" „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს რუსთაველის გამზირზე (ფოსტის ყოფილ შენობაში), აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.