ლიბერთი ბანკი განაგრძობს რეგიონალური ქსელის გაფართოვებას. 11 დეკემბერს, აჭარაში ლიბერთი ბანკის აუდიტის კომიტეტის თავჯდომარემ ალექსი ხოროშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმის #2 სერვის ცენტრი გახსნეს, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება თითქმის ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო გზავნილების სისტემით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.
2011 წელს ლიბერთი ბანკმა 13 ახალი სერვის ცენტრი გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის: თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და აჭარაში. 2012 წლის განმავლობაში ბანკმა 30-ზე მეტი ფილიალისა და სერვის ცენტრის მოდერნიზება მოახდინა. ლიბერთი ბანკს საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელი გააჩნია, რომლის მეშვეობით ქვეყნის მოსახლეობის 1.4 მლნ ფიზიკურ და 55 000 იურიდიულ პირს ემსახურება