"ელექტროენერგიის ტარიფის დაწევასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულდა და ყველაფერი დადებითად მიმდინარეობს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რომელმაც არ დააკონკრეტა თუ რამდენით მოხდება ელექტოენერგიის ტარიფის შემცირება.
"ძალიან მალე გავმართავთ ბრიფინგს და ჩვენს მოსახლეობას მოვახსენებთ თუ რა შედეგი მივიღეთ",_ განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგი ჯერ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს უნდა გააცნონ.
მისივე განცხადებით, ასევე დაგეგმილია, გაზსა და საწვავზე ტარიფის გადახედვა.