"უფლებადამცველთა გაერთიანება" ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით მიმართავს. როგორც "კავკასიურ სახლში" გამართული პრესკონფერენციაზე "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, მათ დასახმარებლად მიმართა რამდენიმე მოქალაქემ, რომლებმაც წარადგინეს თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. მათი ინფორმაციით, ადეიშვილის გენერალურ პროკურორად მუშაობის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს უწევდათ ათასობით ლარის გადახდა "სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში", გამომძიებელთა პირად ანგარიშებზე, ასევე ზოგჯერ ბიუჯეტში, იმ მოტივით, რომ მათ წინააღმდეგ აღარ დაიწყებოდა საქმეების გამოძიება, არ მიეცემოდნენ პასუხისგებაში.
მჟავანაძემ ქვითრები პრესკონფერენციაზეც წარმოადგინა. ერთ შემთხვევაში საუბარია 600 ათას ლარზე. მჟავანაძემ პრესკონფერენციაშე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მოქალაქეთა ვინაობა არ დაასახელა.