ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში აღკვეთილია 92 ტერორისტული დანაშაული და დაკავებულია 600 ბოევიკი და მათი ხელისშემწყობი. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
"ყოველივე ამან ხელი შეუწყო ისეთი რეზონანსული დანაშაულებების გახსნას, როგორევბიც არის თვითმკვლელების მიერ თავის აფეთქებები 2010 წელს მეტროსადგურებში "ლუბიანკა" და "პარკ კულტური" და 2011 წელს დომოდედოვოს აეროპორტში, მიმდინარე წელს მახაჩკალაში საკონტროლო საგუშაგოზე და სხვა",_ განაცხადა ბორტნიკოვმა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან 60 ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა და რეაბილიტაცია მოახერხა.