სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებს საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას ე.წ. მატროსოვის ციხეში ბაჩანა ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაპირისპირების შესახებ.
როგორც ჟურნალისტებთან სუბარმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია რაში დასჭირდა ოქრუაშვილის ადვოკატს ამ თემაზე ლაპარაკი.
"არანაირი შეკამათება, არანაირი ინცინდენტი არ ყოფილა. ოქრუაშვილს რაღაც დაუყვირია - ეგ იყო და ეგ. ადვოკატს რაში დასჭირდა ამა ზე ლაპარაკი არ ვიცი. ხომ არ შეიძლება ყველაფერი თემად ვაქციოთ. ინციდენტო როგორ იქნებოდა, როცა ადამიანებს ერთმანეთთან შეხება არ აქვთ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან სოზარ სუბარმა, რომელმაც მთავრობის სხდომა ცოტა ხნის წინ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია მატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილსა და ბაჩანა ახალაიას დაპირისპირების შესახებ. თუმცა აღნიშნული ფაქტი სასჯელაღსრულების სამინისტროში არ დაადასტურეს.