აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი "სირიის მეგობართა" შეხვედრას, რომელიც მაროკოში იმართბა, ვერ დაესწრება. კლინტონის თანაშემწის ფილიფ რეინსის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ნაწლავური ინფექცია გახდა.
"ის ჯერაც შეუძლოდაა, ამიტომ მიმდინარე კვირას ჩვენ ვერ ჩავალთ ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში, იმის მიუხედავად, რომ ეს ვიზიტები დაგეგმილი იყო", - განაცხადა რეინსმა.
მისი თქმით აშშ-ს შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი წარმოადგენს.
შგახსენებთ, რომ "სირიის მეგობრები" ცდილობენ ქვეყენაში მიმდონარე დაპირისპირება მშვიდობიან ფორმატში გადაიყვანონ და აღნიშნულ ვითრებაში გამოსავლად პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომას მიიჩნევენ. რუსეთი, ირანი და სირიის სხვა მოკავშირეები აღნიშნული გეგემის წინააღმდეგ გამოდიან.
სირიაში სამხედრო დაპირისპირება 2011 წლის მარტში პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომისა და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველოს დამკვიდრების მოთხოვნით დაიწყო.
გაეროს მონაცემებით დაპირისპირებას 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.