განვლილი დღე-ღამის განმავლობაში სიარიაში მიმდინარე დაპირისპირებისას 45 ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას უფლებათადამცველებზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს. მონაცმები იმის შესახებ დაღუპულთა შორის რამდენია სამხედრო მოსამსახურე, ამბოხებული ან სამოქალაქო პირი არ კონკრეტდება.
ძირითადი შეტაკებები სამთავრობო ჯარებსა და ამბოხებულებს შორის დამასკოსა და ალეპოს შემოგარენში მიმდინარეობს. ამბოხებულებმა ალეპოსთან ახლოს მდებარე 111-ე სამხედრო ბაზა ჩაიგდეს ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციაში სირიის თავისუფალი არმიისაა და ისლამისტური დაჯგუფება "ალ-ნუსრის" ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
შეგახსნებეთ, რომ სირიაში სამხედრო დაპირისპირება 2011 წლის მარტში პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომისა და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველოს დამკვიდრების მოთხოვნით დაიწყო.
გაეროს მონაცემებით, დაპირისპირებას 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.