კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი ქიტოშვილი ზურაბ ადეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. ქიტოშვილი ამბობს, რომ ჯეოსელის გამხაურებულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და საკუთარი თავის წინააღმდეგ მისი და ოჯახის წევრების განადგურების მუქარით მისცა. ქიტოშვილმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. იგი მალე სასამართლოსაც მიმართავს და მოითხოვს სიმართლის გასარკვევად განმეორებით დაიკითხოს.
5 წლის წინ ქიტოშვილის ჩვენებაში ნათქვამია, რომ ჯემალ სვანიძისაგან ირაკლი ოქრუაშვილი წილების გადაფორმებას, მისი დახმარებით, მუქარით მოითხოვდა. ქიტოშვილი დღეს აცხადებს, რომ ეს წილი თავის დროზე, სხვა აბსოლუტურად დამოუკიდებელმა პირმა გურამ გოგუამ შეიძინა.
"მივმართე გენერალურ პროკურატურას. ასევე მივმართე სასამართლოს. ჩვენება, რომელიც თავის დროზე მივეცი საკუთარი თავის და კიდევ სხვა პირების წინააღმდეგ მიცემული იყო, ძლადობით, მუქარით და ასე შემდეგ. ამ ზეწოლას ახორციელებდნენ გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციუტრი უსაფრთხოების დეპარტამენტის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები. რაც შეეხება პიროვნებების დასახელებას, არ ვიცი რამდენად შესაძლებელია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ შემიძლია გითხრათ ესენი იყვნენ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, ფაქტობრივად უმაღლესი. ეს ხდებოდა იმდროინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის დავალებითა და მითითებით, ხოლო ახორციელებდნენ დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები", - აცხადებს დიმიტრი ქიტოშვილი.