გურიაში ახალი საწარმო გაიხსნა. ხილის გადამამუშავებელი საწარმო ოზურგეთის რაიონში მდებარეობს.
ადგილობრივ ფერმერებს საშუალება ექნებათ, ციტრუსი შეღავათიან ფასებში ჩააბარონ.
საწარმოს მშენებლობა ჩეხეთის განვითარების სამინისტრომ დააფინანსა, რისთვისაც გურიის აგრობიზნესცენტრს 190 ათასი ევროს ღირებულების დანადგარები გადაეცა.
პრეზენტაციას გურიის გუბერნატორი, ასევე საქართველოში ჩეხეთის ელჩი დაესწრნენ