ხვალ, 11 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასმართლოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განაცხადა, გამსახურდიას ბრალი სხეულის განზრახ დაზიანების მცდელობის ნაწილში აქვს წაყენებული.
შეგახსენებთ, რომ ექვს დეკემბერს ცოტნე გამსახურდიას ჯაშუშობისა და შეთქმულებისთვის წაყენებული ბრალი მოეხსნა. გამსახურდია სამართალდამცველებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გარდა ამისა, მას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ. გამსახურდია პრეზიდენტმა 24 ოქტომბერს შეიწყალა.