გაერთიანებული პროფკავშირები და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირები განათლების პროფესიულ გაერთიანება "სინდიკატს" 2 მარტს დაგეგმილ პედაგოგთა გამაფრთხილებელი აქციის ჩაშლაში ადანაშაულებენ.
როგორც გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელისუფლებო ორგანიზაცია პედაგოგებზე ზეწოლას ახდენს და აიძულებს მათ, აქციაზე არ მივიდნენ.
პროფკავშირების ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რაიონების რესურსცენტრებში საგანგებო თათბირები ჩატარდა, სადაც სკოლის დირექტორებს კატეგორიული გაფრთხილება მიეცათ, პედაგოგებს კი აქციაზე წასვლა აუკრძალეს.
"სინდიკატი" პეტრიაშვილისა და მანანა ღურჭუმელიძის ბრალდებებს უარყოფს.