ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი კუბაზე გაემგზავრა, რათა სიმსივნის ამოკვეთის მეორე ოპერაცია ჩაიტაროს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამგზავრების წინ ჩავესმა პირველად ღიას ისაუბრა თავის შესაძლო მემკვიდრეზე.
ნაციონალურმა ასამბლეამ ჩავესს მკურნალობის მიზეზით ქვეყნის დატოვების ნება დართო. ნაციონალური ტელევიით გამოსვლისას ჩავესმა პირველად გააკეთა განცხადებები სიტუაციის სერიოზულობასა და შესაძლო მემკვიდრეზე. ჩავესის თქმით, საარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლას მადურო ღირსია იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს.