ხვალ, 11 თებერვალს, 10.30 საათზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი სენაკში დევნილთა 2 ობიექტს, ყოფილ სასტუმრო "ეგრისსა" და "ეგრისი 2"-ს გახსნის. ღონისძიებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში პიტერ ნიკოლაუსი და ევროკავშირის ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი დაესწრება. აღნიშნული ობიექტები სრულად გარემონტდა და დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ. ორივე ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 68 ოჯახი ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები