Christie's-ის სააუქციონო სახლმა ნიუ-იორკში გასაყიდად ალმასი გამოიტანა, რომელსაც მოწითალო-მოფორთოხლისფერო შეფერილობა აქვს. სამკარატიანი ბრილიანტი უდიდესია მათ შორის, რაც კი მოწითალო-მოფორთოხლისფერო შეფერილობით ამერიკაში შესაბამისი სტრუქტურების მიერ შეფასებულა და და სავაჭრო ქსელში გაყიდულა. სააუქციონო სახლს იმედი აქვს, რომ ალისფერი ალმასის გაყიდვიდან 1,2 მლნ დოლარს მიიღებს.
მსოფლიოში წითელი ალმასებიდან მხოლოდ 5 ალმასია ცნობილი, მათ შორისაა DeYoung Red-ი, რომელიც 5,03-კარატიანია და ვაშინტგონის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება.
რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ბრილიანტს, ის Graff-ის ფირმის მიერაა დამუშავებული. 50,1-კარატიანი უფერო ბრილიანტის ფასი 10 მლნ დოლარია.