სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში ყოფილი შსს მინისტრ ბაჩანა ახალაიასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაპირისპირებას არ ადასტურებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, "მათ შორის დაპირისპირება არ მომხდარა, რადგან ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს".
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია ციხეში ოქრუაშვილსა და ახალაის შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ.