დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი 20-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე შეჯამდა 2009 წლის შედეგები, განისაზღვრა სამომავლო გეგმები და ამოცანები. ასევე განიხილეს 2010 წელს დაგეგმილ რომელ საერთშორისო გამოფენებში მიიღებენ მონაწილეობას ქართული კომპანიები.
ღვინის ექსპერტის ხელშეწყობის მიზნით, გადაწყდა მეღვინეთა ასოციაციის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ბაზრების მოძიებას და ქართული ღვინის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
"ჩვენ უახლოეს დღეებში დავაფუძნებთ ახალ ასოციაციას ღვინის სექტორში, რომელიც იმუშავებს კონკრეტულად ახალი ბაზრების ასათვისებლად. ჩვენი პრიორიტეტი წელს არის დიდი ბრიტანეთისა და ბალტიისპირეთის ბაზრები", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.
ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელების მომავალი შეხვედრა მინისტრთან ერთ კვირაში გაიმართება.