Transparency International-ის 2012 წლის Corruption Perception Index-ით („კორუფციის აღქმის ინდექსი") საქართველომ, 176 ქვეყანას შორის 51-ე ადგილი დაიკავა. 2011 წელს საქართველო 64 ადგილზე იმყოფებოდა. საქართველომ 2012 წლის კვლევაში 52 ქულა მიიღო 100-ქულიან შკალაზე (სადაც, 0 - ძალიან კორუმპირებულ, ხოლო 100 - ძალიან სუფთა საჯარო სექტორს ნიშნავს) და 51-ე ადგილი დაიკავა
2012 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი"-ს მიხედვით, საქართველოში კორუფციის დონე უფრო დაბალია, ვიდრე - ლატვიაში (54-ე ადგილი), თურქეთში (54), ხორვატიაში (62), სლოვაკეთში (62), რუმინეთში (66), იტალიაში (72), ბულგარეთში (75), სერბეთში (80), საბერძნეთში (94), მოლდოვაში (94), სომხეთში (105), რუსეთში (133), აზერბაიჯანში (139), უკრაინაში (144) და ა.შ. აღნიშნულ რეიტინგში პირველი ადგილი დანიას, ხოლო უკანასკნელი სომალს ეკუთვნის.
Transparency International-ის `კორუფციის აღქმის ინდექსი~ ქვეყანაში საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმას აფასებს, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო ჯგუფების კვლევებით გამოითვლება. ის, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე დამკვირვებლების, მათ შორის, შეფასებულ ქვეყნებში მცხოვრები და მომუშავე ექსპერტების მოსაზრებებს ასახავს.