ირანმა ამერიკის შეერთებული შტატები გასულ კვირას ნევადას შტატში ჩატარებული მიწისქვეშა ბირთვული ცდების გამო გააკრიტიკა. ისლამური რესპუბლიკის მესვეურების აზრით, ეს ცდები მთელ მსოფლიოს ემუქრება და დემონსტრირებას უკეთებს ვაშინგტონის ფარისევლურ ორმაგ სტანდარტებს, რომელიც ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელს გააჩნია.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს ცდები მეტყველებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და მის გადაწყვეტილებებს გლობალური შეიარაღების შესახებ.
ირანის გარდა, აშშ იაპონიამაც გააკრიტიკა, რომელმაც გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელები თავს უფლებას აძლევენ ნებისმიერ მომენტში გამოსცადონ ბირთვული იარაღი.
როგორც ცნობილია, Nevada National Security Site-მ წარმატებით ჩაატარა ცდები მაღაროში, სადაც ამერიკული ბირთვული იარაღის ეფექტურობა დადასტურდა. ამერიკელი ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ ეს ცდები აბსოლუტურად უსაფრთხო იყო და მას არანაირი გართულება არ მოჰყვება. ასეთივე ცდები აშშ-ს გასულ წლებშიც აქვს ჩატარებული.