საქართველოს ახალმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო. იგი სახალხო დამცველის ოფისში უკვე მივიდა და თანამშრომლები გაიცნო.
,, დღეს არის ათი დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე, შესაბამისად დაგეგმილია ბევრი ღონისძიება და რამდენიმე ღონისძიებას დავესწრები. Gგავიცნობ თანამშრომლებს და ალბათ, მექნება დრო იმისთვის, რომ გეგმები დავსახოთ იმისათვის, რომ სახალხო დამცველიო საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ 82 ხმით უჩა ნანუაშვილი გასულ კვირას ხუთი წლის ვადით დაამტკიცა. იგი საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი კანდიდატი იყო.