ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით კაკაბაძეს აღმკვეთ ღონისძიებად 13 000 - ლარიანი გირაო შეუფარდა.თუმცა შესაძლოა კაკაბაძემ დაკისრებული გირაო არ გადაიხადოს და გადაწყევტილება გაასაჩივროს.
შეგახსენებთ, რომ კაკაბაძის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას და დევნას სიტყვისა და მრწამსის გამო გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, კაკაბაძემ 23 სექტემბერს ვანში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ქართული ოცნების" მხარდამჭერს, მამუკა შარაშენიძეს.
მასალის გამოყენების პირობები