ფინანსური პოლიციის მიერ დაკავებული სამშენებლო კომპანია "სანის" გენერალური დირექტორის სერგო გვარამიას ახლობლებმა და თანამშრომლებმა გვარამიას მხარდასაჭერად ხელმოწერები შეაგროვეს და პროკურატყურაში შეიტანეს.
ისინი სერგო გვარამიასთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ გვარამია ფინანსურმა პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა. მას ბრალი 210-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული და აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.