შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების შემოვლას აგრძელებს. ამჯერად მინისტრი ქვემო ქართლში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის ყველა სამმართველო და განყოფილება მოინახულა. პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ.
მინისტრი პოლიციის მუშაობით კმაყოფილია, სამართალდამცველები რეგიონში წარმატებულად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.
შსს ინფორმაციით, მინისტრი ასევე იმყოფებოდა თეთრითწყაროს რაიონში და დაინტერესდა სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებით, ამ დროისათვის სიტუაცია განმუხტულია და ის სამართალდამცველების ჩარევას არ საჭიროებს.