2012 წლის 5 დეკემბერს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ქ. ზუგდიდში დაკავებულ იქნა გალის რაიონის სოფელ დიხაზურგაში მცხოვრები, 1961 წელს დაბადებული ნუგზარ გ.
აღნიშნული პირი შსს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ 2010 წლიდან
ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მცხოვრები ზურაბ ჭითანავას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით.