აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენით სამუშაოებს წინა ხელისუფლებების დროს "კორუფციული შემადგენელი" ახლდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად მოსკოვი "პოზიტიურ ცვლილებებს" იმედოვნებს.
"რა თქმა უნდა, ფულადი სახსრების გამოყენების დროს კორუფციის ელემენტის შემადგენელი წინა ხელისუფლებისა და წინა მიდგომებისას იყო. მაგრამ დღეისთვის ჩვენ გვეჩვენება, რომ ვითარება უკეთესი მიმართულებით იცვლება", - განაცხადა გოლიკოვამ.
მისივე თქმით, ვითარება ამ რესპუბლიკებში, რუსეთის ფედრაციის მხრიდან დიდი ფინანსური ინექციების მიუხედავად, ჯერაც არაა სახარბიელო.
მასალის გამოყენების პირობები