სამართალდამცველებმა ძარცვაში ბრალდებული 3 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 2012 წლის 24 ოქტომბერს ჯანო მ.-მ, ირაკლი ჯ.-მ და ოლეგ ც.-მ ვარკეთილის მასივის ტერიტორიაზე ეთერ ინაურსა და ლუიზა ანდრიასოვას თავს დაესხნენ და ძალის გამოყენებით ხელჩანთები და ქურთუკი გასტაცეს. ხომლელის ქუჩაზე მომხდარი ძარცვის ფაქტი ერთ-ერთი მაღაზიის გარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
სამართალდამცველებმა 1993 წელს დაბადებული ოლეგ ც. ამა წლის 8 ნოემბერს, ხოლო მისი ორი თანამზრახველი 7 დეკემბერს დააკავეს.
დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 178 მუხლის მე-3 ნაწილით (ძარცვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).