საქველმოქმედო ფონდმა "ცხოვრების ახალი გზა" პრობაციონერი დაასაქმა. დავით წიკლაური კომპანია "ვისოლში" დაასაქმა.
ფონდი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს. მისი ძირითადი მიზანი პატიმართა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციისთვის ხელშეწყობაა.
"სამინისტრო მიესალმება და ხელს შეუწყობს პრობაციონერთა დასაქმების ნებისმიერ ინიციატივას", - განაცხადა უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილმა.