თბილისის მერის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის დაკითხვა დასრულდა. დაკითხვის შემდეგ, რომელიც ფინანსთა სამინისტროში საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობდა პაპუნა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკითხვა მერიაში მუშაობის პერიოდს, 2006 წელს ეხებოდა.
"დაკითხვა მერიაში მუშაობის პერიოდს, 2006 წელს ეხებოდა, როდესაც ის მიწის კომისიის წევრი ვიყავი", - განაცხადა პერტიაშვილმა.
პაპუნა პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.