გარემოვაჭრეებმა მეტროსადგურ "სამგორთან" საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ისინი თბილისის მერიისგან 15 იანვრამდე გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ. საპატრულო პოლიცია ცდილობს საავტომობილო მონაკვეთის გათავისუფლებას.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ პროდუქციის შესაძენად ბანკებიდან ვალები აიღეს.