შს ექს-მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა შს სამინისტროს საგამოძიებო ნაწილი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში განმეორებით ყალბი პასპოტის საქმესთან დაკავშირებით იკითხებოდა.