იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შს ყოფილი მინისტრისა და პრემიერი ივანე მერაბიშვილის ხელახლა დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გასარკვევია მერაბიშვილი რა მიზნით იყენებდა ან შეეძლო გამოეყენებინა ყალბი პასპორტი.
,,მერაბიშვილთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა არსებობს. მაგალითად, უნდა ჰქონოდა თუ არა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეს პასპორტი და რა მიზნით იყენებდა მას. ხომ არ იყენებდა ამ პასპორტს არამიზნობრივად, ან შემთხვევით უკანონობები ხომ არ არის მის საქმიანობაში, რომლის დროსაც ამ პასპორტს იყენებდა, ან შეეძლო გამოეყენებინა. ამასთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, შსს დამატებითი დაკითხვა ჩაითვალა, - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ შსს საგამოზიებო სამსახურში ივანე მერაბიშვილი დაკითხვა მის მიერ საქართველოს საზღვრის ყალბი დოკუმენტაციით გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს.