109 მძიმე ავადმყოფი პატიმარი გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება. როგორც ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა აღნიშნული სია პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა.
,,სიის საბოლოო ვერსია დავიდა 109 ადამიანამდე და ეს პატიმრები პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ უნდა გათავისუფლდნენ", _ განაცხადა სუბარმა.
სუბარის განცხადებით, არიან პატიმრები, რომლებიც გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობენ.
,,რამდენიც არ უნდა იშიმშილოს ადამიანმა არ შეგვიძლია ამ ფორმით გავათავისუფლოთ. Kკანონი რის უფლებასაც გვაძლებს იმის მიხედვით ვიმოქმედებთ და კანონს ვერ გავცდებით', - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა.