არგენტინის დედაქალაქში სტუმრად მყოფ ტურისტებს არ გაუმართლათ: ბუენოს-აირესის ერთ-ერთ პორტში გაჩენილი ხანძრის შედეგად, პესტიციდების კონტეინერი აფეთქდა, რის შემდეგაც მსხვილი ქალაქი მთლიანად შხამიანი ღრუბლებით დაიფარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფფლების განცხადებით, საშიში არაფერია, ათეულობით დაზარალებული უკვე მოხვდა საავადმყოფოში, სასუნთქი გზების პრობლემებით. ამასთან მთლიანად შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა ბუენოს-აირესთან, შეჩერებულია დედაქალაქის აეროპორტის მუშაობა.
ხანძარი, რომელმაც აფეთქება გამოიწვია, მალე იქნა ლიკვიდირებული, თუმცა, ექსპერტების ნაწილი მას 1986 წლის ჩერნობილის აფეთქებასთანაც აიგივებს. ქალაქის მცხოვრებლებს და ტურისტებს მოუწოდებენ არ დატოვონ სახლები და სასტუმროები, ვიდრე ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები სრულად არ იქნება ლიკვიდირებული. ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები