ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს რუსთავის საკრებულოს მიერ დაფუძნებული, არაკომერციული იურიდიული პირის "რუსთავის კორპუსი" - ს დირექტორის მოადგილე ავთანდილ ჟორჟოლიანი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა. ჟორჟოლიანი, სახელმწიფო თანხის უკანონოდ მითვისების მიზნით, დანაშაულებრივად გაურიგდა  ერთერთი   შპს - ს  ხელმძღვანელ პირებს. ამ შპს - მ ქალაქ რუსთავში საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარა 9 745 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული თანხა, შპს - ს   „რუსთავის კორპუსი" - სგან გადაერიცხა. რის შემდეგაც,  ა. ჟორჟოლიანმა, სამუშაოების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ,  შპს - ს ხელმძღვანელისგან  ქრთამის სახით აიღო 1000 ლარი.  
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  338  - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6 დან 9  წლამდე  ვადით.