„ნასას" ყოფილი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამერიკული ხომალდის „აპოლონ-17"-ის გაფრენიდან 40 წლის შემდეგ, დედამიწის თანამგზავრზე ტურისტების რეგულარულ კოსმოსურ ფრენებს გეგმავენ.
კომპანია Golden Spike-ის დამფუძნებელი, წარსულში, პროექტ „აპოლონის" პროექტის ხელმძღვანელი ჯონსონ სფეისი და „ნასას" სამეცნიერო განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ალან სტერნი, დარწმუნებულები არიან, რომ მთვარეზე ტურისტული ფრენების განხორციელება რიგითი დედამიწელებისათვის ხელმისაწვდომი უკვე ათ წელიწადში იქნება. დღეისათვის კი, ეს სიამოვნება მსურველებს 1,4 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ.
ამ ორიგინალურ ტურზე ფასების დაწევას აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ყოფილი სპეციალისტები ძველი რაკეტების მოდერნიზაციის ხარჯზე აპირებენ. სფეისის და სთერნის გათვლებით, ახლო მომავალში, მათ 15-20 ტურისტული ექსპედიციის გაგზავნა შეეძლებათ მთვარეზე.