ბაჩანა ახალაია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ უცვლელად:
"თავდაცვის სამინისტრო და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი არის ჩემთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან საპასუხისმგებლო. სწორედ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კანონმდებელმა შეიმუშავა ისეთი ცნება როგორიცაა სახელმწიფო სადუმლოებას მიკუთვნებული საკითხები, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. მე როგორც თავდაცვის მინისტრს არასდროს დამირღვევია ეს პრინციპი და ყოველთვის ვმუშაობდი ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, იქნებოდა ეს შესყიდვა თუ რაიმე სახის სხვა მოქმედება. მინდა ავღნიშნო, რომ თავდაცვის სამინისტრო საქმიანობდა გამჭვირვალეობის პრინციპზე დაყრდნობით და ინფორმაციის უმრავლესობა იყო ღია, თუმცა რიგი საკითხებისა ბუნებრივია არის საიდუმლო და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს საჯარო, მაშინ როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ქართული სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს. ასევე მინდა ავღნიშნო, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას არცერთ ჩემ ქმედებასთან დაავშირებით, მაგრამ მიუხედავად ჩემს წინააღმდეგ მოქმედი შავი პიარისა, სახელმწიფო საიდუმლოებას ვერ გავცვლი ჩემს პირად ინტერესებზე. საზოგადოებისათვის მინდა გნვმარტო, რომ ქვეყანაში არსებობენ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე შესაბამისი დაშვების მქონე პირები და სწორედ მათ დეტალურად ავუხსნი ჩემს პერიოდში განხორციელებულ ყველა შესდყიდვას თუ ქმედებას.
ვწუხვარ, რომ საქართველოში გრიფით საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხების გასაჯაროება გახდა ჩვეულებრივი ამბავი ხელისუფლების მხრიდან, მაშინ როდესაც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში მსგავსი ქმედება აღქმული იქნებოდა როგორ სახელმწიფოს ღალატი.
და ბოლოს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის მოქმედებდა ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო ჩემი და ჩემი გუნდის საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპი".