"სამწუხაროდ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ინსტიტუციური წინსვლა არ გვქონია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვანი როგორ განვითარდება პროცესები ქვეყნის შიგნით და საქართველოს საზღვრებს გარეთ.
მისივე განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატად გამოცხადდეს.
,, რა მოხდება ქვეყნის შიგნით და რა მოხდება ქვეყნის გარეთ მნიშვნელოვანი საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. იგივე ეხება ნატოს. გუშინ იცით ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისია სამწუხაროდ, ახალი ინსტიტუციური წინსვლა არ გვქონია, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. Aარაფერი არ არის დაკარგული. შევძლებთ, რომ ქვეყნის შიგნით გადავხედავთ პოლიტიკის საერთაშორისო ურთიერთობებში და შევძლებთ, რომ კვლავ წინსვლა გავაგრძელოთ", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის ლიდერებს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა. პრეზიდენტი წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის კონფერენციასაც დაესწრება სადაც სიტყვით გამოვა. ასევე ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი ვარშავასა და კრაკოვში.