პირველი პრეზიდენტის შვილს ცოტნე გამსახურდიას ჯაშუშობისა და შეთქმულებისთვის წაყენებული ბრალი მოეხსნა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე პროკურატურამ სისიხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1 ნაწილითა და 315-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება უკან გაითხოვა.
,,გუშინდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ წარმოადგინა შუამდგომლობა და ცოტნე გამსახურდიას ბრალდება ჯაშუშობისა და შეთქმულებისთან დაკავშირებით მოეხსნა. ამის შემდეგ სასამართლო პროცედურულად ვალდებულია ამ ნაწილში გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი", - განაცხადა ბექურმა და აღნიშნა, რომ ცოტნე გამსახურდიას ბრალი სხეულის განზრახ დაზიანების მცდელობის ნაწილშიც აქვს წაყენებული.
,,აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 11 დეკემბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული და ველოდებით ამ ნაწილში ბრალდების მხრიდან მოწმეების მოყვანას", _ განაცხადა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გარდა ამისა, მას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ. გამსახურდია პრეზიდენტმა 24 ოქტომბერს შეიწყალა.